LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-დან 9 უკრაინელი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, საფრთხის ქვეშ იქნება 2 ათწლეულის განმავლობაში მიღწეული წარმატება – გაერო

81
cropped-AP_22055580071803-1

„თუ ომი გაიწელება, 10-დან 9 უკრაინელი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საფრთხის ქვეშ დადგება თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში მიღწეული წარმატება განვითარების კუთხით“- ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.

როგორც ამავე განცხადებაში წერია, ომმა გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წარმოების ნახევარი სრულად დაკეტილია, მეორე ნახევარი კი – სირთულეებს განიცდის.

გაეროს განცხადებაში ხაზგასმულია ასევე, რომ უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, უკვე განადგურებულია სახლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, სკოლები, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები