LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და სწორი პოლიტიკა, რასაც ჩვენ მივყვებით, რა გზაზეც ვდგავართ“

130
მამუკა მდინარაძე

„სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და სწორი პოლიტიკა, რასაც ჩვენ მივყვებით, რა გზაზეც ვდგავართ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლებამ ეკონომიკური კრიზისების, პანდემიისა და ომების პირობებში შეძლო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორი პროცენტით ნაკლები ფასების ზრდა ყოფილიყო:

მანჯგალაძე: „მაღალი ფასები და სიღარიბეა.. მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება უწევთ და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება“

„მსოფლიოში 2005-2007 წლებში ეკონომიკური ბუმი იყო და 2012 წლამდე საშუალო შეწონილი ინფლაცია 6.6% იყო. ჩვენ დროს რამდენ ეკონომიკურ კრიზისს, რამდენ ომს, პანდემიას ვხედავთ და რა უქნა ევროპის ქვეყნებს, ამასაც ვხედავთ ხომ?! ახლა არის 4.6%.

ამ პირობებში, როცა მათ ჰქონდათ მსოფლიო ეკონომიკური ბუმი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გარკვეულ წლებში, თუმცა ჩამორჩებოდა ჩვენნაირ ქვეყნებს, მიუხედავად ამისა, მაშინ ჰქონდათ 6.6% საშუალო წლიური ინფლაცია. ჩვენ გვაქვს 4.6% ფასების ზრდა, ინფლაცია.

შესაბამისად, ამ ფონზე მოვახერხეთ ჩვენ ეს ყველაფერი. ამ ფონზე მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, განვითარება. ორი წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ამ ყველაფრის ფონზე მოვახერხეთ ორი პროცენტით ნაკლები ფასების ზრდა გვქონოდა. გავანახევრეთ ციფრები. ომის და პანდემიის ფონზე გავზარდეთ ეკონომიკა, ეს არის კონკრეტული ეკონომიკური მონაცემები და თქვან.

„პრო­დუქ­ტებ­ში, რა­შიც 6-7 წლის წინ დი­ა­სახ­ლი­სი 55-60 ლარს გა­და­იხ­დი­და, დღეს, 109 ლარს იხ­დის“ – ლევან ხაბეიშვილი

ეს არის ჩვენი პასუხი მათ მიერ გამოგონილ თემაზე, თითქოს ახლა, დღეს გახდა პრობლემა, როცა ჩვენ შევძელით, დავასტაბილურეთ იმგვარად ფასები, რომ ყველა ქვეყანასთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია ქვეყანაში.

გაჭირვებული ოჯახები რჩება, მათი გაჭირვების და სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება იგივე დინამიკა – მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკურო განვითარება და ის სწორი პოლიტიკა, რასაც ჩვენ მივყვებით და რა გზაზეც ვდგავართ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს თურქეთში ვაპირებთ გადასვლას – ვიყიდით კონკრეტული პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები