LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სახლი Airbnb–დან, რომელიც ,,ინსტაგრამზე” განსაკუთრებით პოპულარულია

260
page

მანამ სანამ მთელი მსოფლიო იმას ელოდება თუ როდის შეძლებს მოგზაურობას, Airbnb–მ „ინსტაგრამზე“ ყველაზე პოპულარული სახლები გამოავლინა.

10 სახლი Airbnb–დან, რომელიც Instagram–ზე განსაკუთრებით პოპულარულია

1. კოტეჯი პროვანსში

სიაში პირველი შატო–სანტ–ვიქტორ–ლა–კოსტეს ქვის კოტეჯია. ულამაზესმა ნაგებობამ 2020 წელს 76 ათასი მოწონება დააგროვა. სახლი საოცარ ბუნებრივ აუზზე გადის და ვიზიტორებს ეს ფაქტი ყველაზე მეტად მოსწონთ.

2. ზღვის სახლი ჩილედან

ჩილეში ოკეანის პირას აგებულ სახლს 67000 გამომწერი ყავს. პატარა ნაგებობა ერთი საძინებლის, ერთი მისაღების და ღია ტერასისგან შედგება.

3. ვილა გვატემალაში

მთის მწვერვალზე განთავსებული მინის ვილა მართლაც საოცარი ადგილია. მისგან ხედები წყალსა და მთებზე იშლება და ადგილს 66000 გამომწერი ყავს.

4. ხის კაბინა ვერმონტიდან

ვერმონტის ფერმის სიახლოვეს აგებული კაბინა აშშ–ს განსაკუთრებულ ლოკაციას წარმოადგენს. საძინებლი მთლიანად მინის კედლებითაა გარშემორტყმული და შუა ტყეში ყოფნის შეგრძნებას ტოვებს.

5. მინიმალისტური სახლი კალიფორნიაში

საოცარი დიზაინის მქონე სახლი კალიფორნიის უდაბნოში მდებარეობს. 2 ოთახის მოცულობის ნაგებობას „ინსტაგრამზე“ 46 000 მოწონება აქვს.

6. ძველი სკოლა ნიუ–იორკში

43 ათასზე მეტი მოწონებით ეს არის ძველი სკოლა ნიუ–იორკიდან რომელიც ცოტა ხნის წინ განახლდა. მოდური დეკორის მქონე ნაგებობას სამი საძინებელი და ულამაზესი ხედები აქვს.

7. ხის სახლი აშშ–ში

ეს ხის სახლი ნიუ–იორკის სიახლოვეს მდებარეობს. სახელად Darby House ქვია და ტყეში, მდინარის პირასაა განთავსებული.

8. აპარტამენტი ფლორენციიდან, რომელიც პირდაპირ დუომოს უყურებს

ლეგენდარული ტაძრის ხედი ფლორენციულ აპარტამენტს მართლაც განსაკუთრებულ ლოკაციად აქცევს. ერთი საძინებლის მქონე სახლს დუომოს გამო ათასობით ვიზიტორი ირჩევს.

9. კოტეჯი კალიფორნიაში

ორი საძინებლის მქონე ეს კომფორტული კოტეჯი კალიფორნიის მთებშია განთავსებეული და მართლაც შთამბეჭდავ ხედებს აერთიანებს.

10. სახლი წყალზე, ბრაზილია

ეს მოტივტივე სახლი სან პაულოს რეგიონში მდებარეობს. ერთი საძინებლის მქონე ლოკაცია დამსვენებლებს ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები