თბილისში, დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა.
“ქართული ოცნების” ორგანიზებული საზეიმო შეკრება თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეკრებილებს თავდაპირველად “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს – ოფიციალურ ცნობით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საზეიმოდ აღნიშვნა იმ ფაქტის, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმდჯომარე ქვეყანა გახდა.
პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.