მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაინიშნოს, თავად მარგველაშვილი ეხმიანება.
გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება? – რას აცხადებენ პარტიაში
ამის შესახებ მან “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა, გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომამ საკითხზე არც შემოთავაზება და არც განხილვა არ ყოფილა:
“არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე. ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი სკანდალები, არის ხოლმე მოგონილი სკანდალები და მცდელობა რაღაც ამბის გადაფარვის.
გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებთან ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა ეს ამბავი ძალიან მძიმეა”, – თქვა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანს არაფერს შემატებს – პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე
რაც შეეხება თავად აუდიოჩანაწერს, შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.
ვრცლად ამ თემაზე: