მეცნიერებს სჯერათ, რომ ცოდნის პირდაპირ ტვინში ჩატვირთვას, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კლასიკა „მატრიცაში“ ხდება, ზუსტად ისეთივე ძალისხმევა დასჭირდება, როგორიც დაძინებას.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მათ შექმნეს და განავითარეს „სიმულატორი, მოწყობილობა“, რომელიც ადამიანის ტვინში ინფორმაციას პირდაპირ ჩატვირთავს და ასწავლის მათ ახალ უნარებს, უფრო ნაკლებ დროში, რეალურ დროსთან შედარებით.

მათ სჯერათ, რომ ეს შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯები მაღალი პროგრამული უზრუნველყოფის საქმეში, რომელიც „მატრიცული სტილით“ სწავლებას რეალურს გახდის.

ერთ-ერთი ფანტასტიკის ჟანრის საშინელებათა ფილმში მთავარ მოქმედ პირს, ნეოს შეუძლია ისწავლოს კუნგ ფუ სულ რამდენიმე წამში, მას შემდეგ, რაც საბრძოლო ხელოვნება მის ტვინში „აიტვირთება“.

კალიფორნიაში დაფუძნებული ერთ-ერთი ლაბორატორიის მკვლევარები ამბობენ, რომ მათ იპოვეს გზა სწავლების „გასაძლიერებლად“, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე ეს ჰოლივუდის ფილმებშია წარმოდგენილი.

მათ შეისწავლეს დატრენინგებული პილოტის ტვინის ელექტრონული სიგნალები და შემდეგ მონაცემები გამოუცდელ მონაწილეებში ჩატვირთეს, მაშინ, როდესაც ისინი თვითმფრინავის მართვას რეალური ფრენის სიმულატორში სწავლობდნენ.

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში, (Frontiers in Human Neuroscience – ადამიანის ნეირომეცნიერების საზღვრები) აღმოაჩინა, რომ მონაწილეებმა, ვინც ტვინის სტიმულაცია ელექტროდებისგან შემდგარი ქუდისგან მიიღო, პილოტის უნარჩვევები გაიუმჯობესეს და 33%-ით უკეთ ისწავლეს, ვიდრე მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯგუფის წევრებმა.

 

 

„ჩვენი სისტემა არის ერთ-ერთი პირველი ამ სფეროში, ეს არის ტვინის სტიმულირების სისტემა,“ – ხსნის დოქტორი მეთიუ ფილიფსი.

„ეს ისე ჟღერს, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ არსებობს იმის საფუძველი, რომ ჩვენი სისტემა განვავითაროთ.

„კონკრეტული  ამოცანა იყო  თვითმფრინავის მართვა, რაც შემეცნებითი და ტექნიკური ხასიათის შესრულების თავსებადობას მოითხოვს.

„როდესაც რაიმეს სწავლობ, შენი ტვინი ფიზიკურად იცვლება, იქმნება და კავშირები ნეიროპლასტიკის პროცესში ძლიერდება.

აღმოჩნდა, რომ ტვინის გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა საუბარი და მეხსიერება, დაახლოებით ნეკა თითის ზომაზე ტვინის ძალიან სპეციფიურ რეგიონებშია განლაგებული“.

დოქტორ მეთიუს სჯერა, რომ ტვინის სტიმულაცია შეიძლება დაინერგოს ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ავტომობილის მართვის სწავლა, გამოცდებისთვის მზადება და ენის შესწავლა.

„ჩვენი სისტემის მიზანია, განახორციელოს ცვლილებები ტვინის ამ სპეციფიკურ უბნებში, როდესაც სწავლობ,“ – ამბობს დოქტორი.

„მეთოდი, როგორც ასეთი, საკმაოდ ძველია. რეალურად ძველი ეგვიპტელები 4 000 წლის წინ სტიმულაციისთვისა და ტკივილის შესამცირებლად ელექტროთევზს იყენებდნენ.

„შენი ტვინი იქნება ძალიან განსხვავებული ჩემი ტვნისგან, როდესაც ჩვენ ამ დავალებას შევასრულებთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის სტიმულირება ეფექტური სწავლის გაუმჯობესებისთვისაა“.

ამავდრულად, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭკვიან ადამიანებს სამსახურში, ყურადღება უფრო მარტივად ეფანტებათ.

 

მასალა მომზადდა ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience-ზე დაყრდნობით

ავტორი: სალომე ბენდიანიშვილი

მსგავსი თემები