LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

Untitled-3

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს  გაეროს რადიო პირველად ეთერში გავიდა და ზუსტად ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

„ამ დღის აღნიშვნის მიზანი რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგებაა. ასევე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელშეწყობა,“ – განმარტავს UNESCO.

მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.

დიალოგი, ტოლერანტობა და მშვიდობა – წელს რადიოს მსოფლიო დღის გზავნილებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები