LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნესკო: „რადიო, როგორც საყრდენი კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის“ – 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

568
vintage-radio-blue-background-3d-rendering-476612-3706

13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებული და სიმბოლური თარიღია – იუნესკოს [გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია] ეგიდით, დღეს, რადიოს მსოფლიო დღე უკვე მეცამეტედ აღინიშნება. 2023 წლის რადიოს მსოფლიო დღეს, იუნესკო ხაზს უსვამს დამოუკიდებელ რადიოს, როგორც საყრდენს კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის.

იუნესკო აცხადებს, რომ დამოუკიდებელი რადიოს მხარდაჭერა უნდა განიხილებოდეს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ ქართულ რადიო სივრცეში ლიდერ პოზიციებს, სტაბილურად კვლავ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იკავებს, რომელიც ჯამში, 4 რადიოსადგურს აერთიანებს: „ფორტუნას,“ „ფორტუნა პლუსს“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“, რომელთაც ჯამურად, რადიო აუდიტორიის 60% უსმენს.

„რადიო არის უმნიშვნელოვანესი მედია, მისი როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარებაში“, – ამბობს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე და ხაზს უსვამს რადიოს, როგორც წამყვანი მედიის როლს საზოგადოების წინაშე.

თამარ ჩიგოგიძე: „რადიო არის უმნიშვნელოვანესი მედია, მისი როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარებაში. ის იყო, არის და იქნება ყველაზე ოპერატიული, მობილური, სანდო და საიმედო მედიასაშუალება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და მე მინდა, ვუსურვო მას მუდმივი განვითარება, კეთილდღეობა, და რაც მთავარია, ხალხის ნდობა და სიყვარული!

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს რადიო სექტორს, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს  და, რა თქმა უნდა, რადიოსადგურების ერთგულ მსმენელებს, რომლებიც  მუდმივად ავლენენ ნდობას, გვიზიარებენ თავიანთ სიყვარულს და გვაძლევენ მოტივაციას ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.“

 

 

რადიო „ფორტუნა“ ეთერში პირველად 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

26 წლის შემდეგ რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიო – „როკ რადიოს“ და პორტალ fortuna.ge-ს აერთიანებს.

26 წელია, რაც ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი „ოქროს სტანდარტით“ მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

 

 რადიოს საერთაშორისო დღის ისტორია და 2023 წლის მთავარი თემა

 

როგორც იუნესკოს ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2023 წლის მთავარი თემა „რადიო და მშვიდობაა.“

წლევანდელ მიმოხილვაში, რომელსაც იუნესკო აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ომი, როგორც მშვიდობის ანტონიმი, ნიშნავს შეიარაღებულ კონფლიქტს ქვეყნებს ან ჯგუფებს შორის ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეს, ასევე შეიძლება გადაიზარდოს მედია ნარატივების კონფლიქტში. ნარატივს კი შეუძლია გაზარდოს დაძაბულობა ან შეინარჩუნოს მშვიდობის პირობები მოცემულ კონტექსტში.

„ფართო საზოგადოება, რადიოსადგურები აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და აყალიბებენ ნარატივს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შიდა და საერთაშორისო სიტუაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.

რადიოს მართლაც შეუძლია კონფლიქტის გაღვივება, მაგრამ სინამდვილეში, პროფესიონალური რადიო ამცირებს კონფლიქტს ან/და დაძაბულობას, ხელს უშლის მათ ესკალაციას ან იწვევს შერიგებისა და მოლაპარაკებებს.

მიმდინარე ან უშუალო დაძაბულობის კონტექსტში, შესაბამისი გადაცემები და ახალი ამბების დამოუკიდებელი გადმოცემა, მდგრადი დამოუკიდებლობის საფუძველს იძლევა. დამოუკიდებელი რადიოს მხარდაჭერა უნდა განიხილებოდეს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის განუყოფელი ნაწილი.

2023 წლის რადიოს მსოფლიო დღეს, იუნესკო ხაზს უსვამს დამოუკიდებელ რადიოს, როგორც საყრდენს კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

რადიო კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში

 

იუნესკოს მოსაზრებით, რადიო არის მნიშვნელოვანი მოთამაშე და არსებითი ნაწილი მშვიდობისკენ სვლისა და შენარჩუნების გზაზე. ეს არის მისი დღის წესრიგი და აუცილებელი მომსახურების მიწოდების ნაწილი, რათა წამოაყენოს საზრუნავი საკითხები, გამოავლინოს ის თემები, რომლებიც ხელისუფლებისა და მოქალაქეების ყურადღებას იქცევს.

„რადიოს სარედაქციო პოლიტიკამ ასევე შეიძლება მიუთითოს/გააფრთხილოს საომარი მოქმედებების პოტენციური გამომწვევი მიზეზები, მაგ: როგორიცაა არასწორი გათვლები, მზარდი პროპაგანდა, კონკრეტული დაპირისპირების მატება, დაძაბულობის ესკალაცია გარკვეულ ზონებში და ა.შ.

გაუგებრობების აღმოფხვრა, უნდობლობის საკითხების იდენტიფიცირება… [საპირისპიროდ] ის შეიძლება დაეხმაროს სიძულვილს, შურისძიების სურვილს ან იარაღის აღების ნებას.

რადიო პროფესიონალების პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების წინაშე, გადამოწმებული ფაქტები, სიზუსტე, დაბალანსებული გაშუქება და ჟურნალისტური გამოძიება – ყოველი სამაუწყებლო ახალი ამბებისა და გადაცემის წინ.

კომერციული, იდეოლოგიური ან პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება აძლიერებს რადიოს, როგორც მშვიდობის ვექტორს.  პროფესიული, დამოუკიდებელი რადიო აძლიერებს დემოკრატიას და ქმნის საფუძველს მდგრადი მშვიდობისთვის, ამიტომ ის უფრო ხშირად უნდა იყოს ჩართული კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის სტრატეგიებში.“ – ვკითხულობთ მოსაზრებაში.

 

 

მსოფლიოში პირველი პორტატული რადიო

დამოუკიდებელი რადიოს მხარდაჭერა

 

როგორც იუნესკოს წლევანდელი თემის მიმოხილვაშია ნათქვამი, რადიოს მიერ საზოგადოებისთვის გაწეული მომსახურების ისტორიიდან ირკვევა, რომ მისი ჟურნალისტური სტანდარტებისა და შესაძლებლობების გაზრდა, მშვიდობისთვის ინვესტიციად უნდა განიხილებოდეს.

მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: გადაუდებელი დაფინანსების ან სტრუქტურული დახმარების საშუალებით; რადიოს, როგორც სექტორის, ადეკვატური კანონმდებლობისა და რეგულირების ხელშეწყობით;

რადიოპლურალიზმისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობით, მათი დამოუკიდებლობის დაცვით, ხელმისაწვდომი გადასახადების ხელშეწყობით ან მთლიანი ფინანსური სიცოცხლისუნარიანობითა და ა.შ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკია, რომ კონფლიქტის დინამიკაში, რადიო შეგნებულად ან უნებლიეთ მყიფე როლს ითამაშებს. დამოუკიდებელი რადიოს მხარდაჭერის გაზრდა უნდა მოხდეს მშვიდობისთვის მათი მნიშვნელობის აღიარებით და ეს უნდა მოხდეს ახლა.“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

მნიშვნელოვანი ფაქტები რადიოს შესახებ

 

მნიშვნელოვანია, რომ რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით, იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა, როცა გაეროს [გაერთიანებული ერების ორგანიზაცია] რადიო პირველად ეთერში 1946 წლის 13 თებერვალს გავიდა.

სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა. როგორც იუნესკო აცხადებს, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება.

აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიო სადგურებისთვის ხელის შეწყობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადიოს მსოფლიო დღე იუნესკოს მიერ დაარსდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მსოფლიოს ფართო აუდიტორიისთვის კვლავ რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, რადიოზე ჯერ კიდევ მილიარდამდე ადამიანს არ მიუწვდება ხელი.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოში პირველად, რადიო მაუწყებლობა შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. სწორედ ამ თარიღიდან მოყოლებული რადიო მაუწყებლობა პოპულარული გახდა -FM სივრცე და რადიო ბაზარი კი გაფართოვდა.

 

საერთაშორისო მედიის მონაცემებით, რომელიც ბოლო წლების სტატისტიკას ეყრდნობა, დღეს, მსოფლიო მასშტაბით, 50 ათასამდე რადიო მაუწყებლობს.

 

 

საქართველოს რადიოსადგურები

 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან რადიო მაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.

უკვე 1925 წლის 23 მაისს კი, საქართველოში რეგულარული მაუწყებლობა ნახევრად კუსტარული რადიო სატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიო სატელეგრაფო გადამცემის ბაზაზე.

ეს კი დღეში 1-2 საათამდე მუშაობდა. თუმცა, დღეს, რადიო, ადამიანების განუყოფელი ნაწილი გახდა.

საქართველოში ლიცენზიას დაახლოებით 80-მდე რადიოსადგური ფლობს, აქედან 50-მდე კი, აქტიურად მაუწყებლობს.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში მაუწყებლობა პირველმა სწორედ საქართველოს რადიომ დაიწყო. პირველი გადაცემა რადიოს ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა.

მას შემდეგ უკვე 98 წელი გავიდა და საქართველოს რადიო ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 

magti 5g