20 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers“-მა, კომპანია „Global Idea“-სა და „The FINANCILAL“-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს სექტორის წლის უმთავრეს მოვლენას უმასპინძლა – „ბიზნესის ოსკარად“ აღიარებულ „ოქროს ბრენდის“ რიგით 21-ე საზეიმო დაჯილდოებაზე 59 რჩეული ოქროს ბრენდი გამოვლინდა. ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ ის წამყვანი კომპანიები, რომლებმაც გასულ პერიოდში გამორჩეულ წარმატებებს მიაღწიეს.
წამყვან ნომინანტებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა და No.1 ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ – საქართველოს რადიომაუწყებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

რას ნიშნავს კომპანიისთვის აღნიშნული ჯილდო, რა არის რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ მთავარი ფორმულა, რომლითაც წლებია ინარჩუნებს ლიდერობას და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მსმენელი და მკითხველი უახლოეს მომავალში – „ფორტუნასთან“ რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე საუბრობს.
– პირველ რიგში, გილოცავთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. რას ნიშნავს პირადად თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის „ოქროს ბრენდის“ No.1 ჯილდოს მოპოვება რადიომაუწყებლობის სფეროში და ექსპერტებისა და მომხმარებლების ასეთი ერთსულოვანი აღიარება?
დიდი მადლობა! ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და დიდი პატივია.
გულწრფელად რომ გითხრათ, უკვე 28 წელია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ საქართველოში რადიოინდუსტრიის განვითარებაში. დღეს, როდესაც ტრადიციულ მედიას უპრეცედენტო კონკურენციის პირობებში უწევს არსებობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ რადიო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა. რადიო არის ნდობა, სანდო ინფორმაცია, ემოციური კავშირი მსმენელთან და ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ რეიტინგებით არ იზომება. წარმატება არის მსმენელების სიყვარული და ნდობა, პარტნიორებთან მრავალწლიანი ურთიერთობები და ის რეალური შედეგები, რომლებსაც ყოველდღიურად ვქმნით.
დღეს, ციფრული მედიის ეპოქაში, როდესაც ადამიანების ყურადღებისთვის კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია, რადიო კვლავ ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ ძალას – იყოს ადამიანებთან ახლოს, იყოს სანდო და იყოს შედეგიანი. ამიტომ ეს ჯილდო ეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს პარტნიორებსა და, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მსმენელებს, რომელთა ნდობაც ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაციაა.

– ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, როდესაც ციფრულმა ეპოქამ მომხმარებლის ქცევა სრულიად შეცვალა, საკმაოდ რთულია წამყვანი პოზიციების სტაბილურად შენარჩუნება. რა არის რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ მთავარი ფორმულა, რითაც წლებია ინარჩუნებთ როგორც ლიდერობას, ისე ერთგულ მსმენელსა და პარტნიორებს მედიასივრცეში?
ვფიქრობ, ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულა ნდობა, დაუღალავი შრომა და საქმის უსაზღვრო სიყვარულია. სწორედ ამ ღირებულებებმა მოგვიყვანა დღემდე და მომავალშიც ეს იქნება ჩვენი განვითარების საფუძველი. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მხოლოდ რადიოსადგური. ყოველთვის ვცდილობდით, შეგვექმნა ძლიერი ბრენდები, რომლებიც მსმენელისთვის ხარისხთან, სანდოობასთან და პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება. ამავე დროს, მუდმივად ვადევნებთ თვალს ტექნოლოგიურ ცვლილებებს და ვერგებით ახალ რეალობას.
ჩვენი კონტენტი დღეს ხელმისაწვდომია ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც ჩვენი აუდიტორიაა – ეთერში, ონლაინ, სოციალურ ქსელებსა და ციფრულ სივრცეში. თუმცა, ტექნოლოგიები მხოლოდ ინსტრუმენტია. მთავარი მაინც ადამიანები არიან – ჩვენი გუნდი, მსმენელები და პარტნიორები. სწორედ მათი ნდობა და მრავალწლიანი ურთიერთობები გვაძლევს შესაძლებლობას, ლიდერის პოზიცია წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ.
– „ოქროს ბრენდის“ No.1 ჯილდოს მოპოვება დიდი პასუხისმგებლობაცაა. როგორ უზრუნველყოფთ მრავალწლიანი სანდოობის და „ოქროს სტანდარტის“ შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო განმტკიცებას? რა არის ჰოლდინგის შემდეგი ნაბიჯები და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მსმენელი და მკითხველი უახლოეს მომავალში?
ნებისმიერი ჯილდო, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. ის გვავალდებულებს, ყოველდღიურად კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ხარისხი არ არის ერთჯერადი შედეგი – ეს ყოველდღიური პროცესია. მუდმივად ვავითარებთ კონტენტს, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, ვქმნით ახალ პროექტებს და ვცდილობთ, თითოეულ პლატფორმაზე შევთავაზოთ აუდიტორიას თანამედროვე, საინტერესო და სანდო პროდუქტი.
მომდევნო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ როგორც ციფრული მიმართულების განვითარებას, ისე ახალი აუდიო და ვიდეოფორმატების შექმნას, რათა ჩვენი კონტენტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდეს სხვადასხვა თაობისთვის.

– „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ამავდროულად ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორიც იყო. რამდენად მნიშვნელოვანია მედიისა და ბიზნესის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა?
ვფიქრობ, მედიისა და ბიზნესის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ძლიერი მედია ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტურად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს, ხოლო ბიზნესი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხარისხიანი მედიის განვითარებას. საბოლოოდ, ამ ურთიერთობით იგებს საზოგადოებაც, რადგან იქმნება უფრო მეტი ხარისხიანი კონტენტი, საინტერესო პროექტები და წარმატებული ინიციატივები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქართულ ბიზნესს, წარმატებულ კომპანიებსა და ბრენდებს წარმოაჩენს და მათი გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
წელს პრესტიჟული ჯილდო 59-მა რჩეულმა ბრენდმა გადაიბარა.
გამარჯვებულები მომხმარებლებისა და ექსპერტების ერთობლივი გადაწყვეტილებით
გამოვლინდნენ. 2025-2026 წლების მასშტაბური კვლევის ფარგლებში, პირდაპირი
გამოკითხვის მეთოდით, ათასამდე სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოქალაქე
გამოიკითხა. მათთან ერთად, პროცესში ჩართულნი იყვნენ ეკონომიკური საკითხების
ექსპერტები, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების
პროფესორ-მასწავლებლები და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები.
საზეიმო გალა-ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიის ტოპ-მენეჯერი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2005 წლიდან დღემდე, „ოქროს ბრენდი“ საქართველოში ბიზნეს პროექტების შეფასების
მთავარ და ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. მისი ნიშანი
პროდუქტის შეფუთვაზე უმაღლესი ხარისხისა და მომხმარებლის მხრიდან უპირობო
ნდობის სიმბოლოა, რასაც წარმატებით იყენებენ როგორც უმსხვილესი ქართული, ისე
საერთაშორისო კომპანიები.
„ოქროს ბრენდი“ – ეს არის ფასდაუდებელი აღიარება, რომელიც ბიზნესს გზას უხსნის
ახალი სიმაღლეებისკენ.
