13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში 50 წლის კაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რამდენიმე თვის ორსულია, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული ბავშვი დედამ კლინიკაში მიიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დედამ გოგონა ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.
როგორც ცნობილია, დედამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.