სოციალურ ქსელში ახლახან შეიქმნა “ფეისბუქ”-გვერდი არტიდეპრესანტი, რომელმაც შექმნიდან მალევე გაავრცელა მუსიკოსების, სალი შუბითიძისა და სოფო ბათილაშვილის მიმართვა ონლაინკონცერტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 21:30 საათზე, ზემოხსენებული “ფეისბუქ”-გვერდის საშუალებით გაიმართება. კონცერტს, რომელშიც სოფო ბათილაშვილი, ჯგუფი “ნიუტონი” და ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობენ, “ფეისბუქ”-ლაივის საშუალებით, ნებისმიერი მსურველი შეძლებს თვალის მიდევნებას. მუსიკოსებისთვის ეს არის გამოწვევა, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს წინაშე მწვავედ დგას.

კორონავირუსის გამო ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებს უკვე ყველა ერიდება, შესაბამისად, კონცერტებიც გადადებულია. მუსიკოსები მიიჩნევენ, რომ სახლში დარჩენილი ადამიანების გასამხნევებლად ონლაინკონცერტი საუკეთესო საშუალებაა. ლაივი კლუბიდან 10/11 გადაიცემა დღეს, 15 მარტს, საღამოს ათის ნახევრიდან. კონცერტის საყურებლად მოიწონეთ გვერდი “არტიდეპრესანტი”, რომელიც შემდგომში კიდევ შემოგთავაზებთ ქართველი მუსიკოსების არაერთ კონცერტს.

არტიდეპრესანტი იწყება ?

არტიდეპრესანტი იწყება?პირველი ლაივი სოფო ბათილაშვილთან, ზვიად ბოლქვაძესა და ჯგუფ ნიუტონთან ერთად გვიყურეთ ხვალ 15 მარტს არტიდეპრესანტის ფეისბუქ გვერდზე 21:30-დან პირდაპირ ეთერში

Posted by არტიდეპრესანტი on შაბათი, 14 მარტი, 2020

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05