LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება – ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებს

113
ბავშვები სკოლაში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა ეს ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს – სკოლებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს.

როგორც მანვე აღნიშნა, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც,“ – განაცხადა ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კვლავ გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g