LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-წლიანი ნაცნობობა, რომელიც ქორწინებით დასრულდა – ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

739
FORTUNA. GE

მაყურებელი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს ცნობილი წყვილების რომანტიკული ისტორიებს, გამონაკლისი არც ბარდემისა და კრუსის დუეტია, რომელთაც მთელი 15 წელი დასჭირდათ საკუთარ და ერთმანეთის გრძნობებში დასარწმუნებლად.

„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“

ევროპულ კინოში პოპულარობის მოპოვების შემდეგ, პენელოპა კრუსი ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც სწრაფად შეიძინა „საბედისწერო ლამაზმანის“ სახელი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცს თავბრუს ახვევდა. თუმცა, კრუსის რომანები არასდროს გამოირჩეოდა განსკუთრებული სიმტკიცით, რადგან ტემპერამენტული ესპანელი ყველას მიმართ სწრაფად კარგავდა ინტერესს. გამონაკლისი მხოლოდ ტომ კრუზი აღმოჩნდა, ვისთან რომანი სამი წელი გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდა, რადგან კრუსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პარტნიორის საიენტოლოგიით გატაცება.

ხანგრძლივი მივლინების შემდეგ, სამშობლოში პენელოპა ვუდი ალენის ფილმზე „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ სამუშაოდ დაბრუნდა და დიდი ხნის ნაცნობს ხავიერ ბარდემსაც შეხვდა. რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე სწრაფად გავრცელდა ხმები, თითქოს მორიგ „მსხვერპლად“ კრუსმა სწორედ ბარდემი აირჩია, რომელმაც მისი ექს-მეუღლე განასახიერა ეკრანზე. მსხიობები მანამდეც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ ყველას უკვირდა, რატომ ვერ ამჩნევდა კრუსი მშვიდ და გაწონასწორებულ, პრაქტიკულად იდეალურ ბარდემს, რომელიც არც მექალთანეობით გამოირჩეოდა, არც სკანდალებში ეხვეოდა არასდროს.

მართალია, პრესამ ნაჩქარევად განაცხადა წყვილის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მსახიობებს ისევ დრო დასჭირდათ ერთმანეთის და საკუთარ გრძნობებში გასარკვევად. „ვერცერთი ვერ ვბედავდით პირველი ნაბიჯის გადადგმას, რადგან ორივეს გვეუხერხულებოდა. საბოლოოდ საერთო მეგობარის წვეულებაზე აღმოვჩნდით ერთად და სწორედ იქ შევძელით საკუთარ გრძნობებში გამოტყდომა“, – აღნიშნა მოგვიანებით ხავიერ ბარდემმა.

 

პირველი შეხვედრა

უცნაურია, მაგრამ ყველაფერი ბევრად ადრე შეიძლება დაწყებულიყო, რადგან პირველად წყვილი 1992 წელს, ბიგას ლუნას ფილმის „ლორი! ლორი!“ გადაღებებზე შეხვდა ერთმანეთს. მსახიობები რამდენიმე პიკანტური სცენაში გამოჩდნენ და სწრაფად მოიპოვეს ესპანეთის მთავარი სექს-სიმბოლოს სტატუსი. „თვალს ვერ ვაშორებდი, თითქოს მომამჯადოვა. თუმცა, იძულებული გახდი უარი მეთქვა საკუთარ გრძნობებზე, რადგან პენელოპა მხოლოდ 16 წლის იყო“, – გაიხსენა ბარდემა პირველი შეხვედრა კრუსთან, რომელიც ფილმზე მუშაობისას მართლაც არასრულწლოვანი იყო და მხოლოდ იცრუა ასაკი როლის მისაღებად.

თუმცა, მთავარ პრობლემად არა იმდენად ასაკი, არამედ თავად კრუსის დაბნეულობა იქცა. ემოციურ და მიზანდასახულ, მაგრამ ძალიან მორიდებულ კრუსს ახალ გარემოში გაუჭირდა ადაპტირება, რადგან თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. 15 წლამდე საბალეტო სკოლაში სწავლობდა, მერე კი, უარი თქვა ცეკვაზე, ახალგაზრდული ტელეშოუს დასს შეუერთდა და ესპანელი ახალგაზრდების კერპთან, როკერთან ნაჩო კანოსთან გააბა რომანი. პროვოკაციულ ფილმში მონაწილეობა კრუსმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მშობლებს მისი სიუჟეტი, შემოქმედებით ჯგუფს კი, საკუთარი ასაკი დაუმალა და მხოლოდ გადასაღებ მოედანზე, ვარსკვლავებს შორის აღმოჩენილმა გააცნობიერა საკუთარი გადაწყვეტილების შედეგები, როცა საბოლოოდ დააფრთხო ეროტიკულ სცენებში მონაწილეობის პერსპექტივამ. ფილმის გამოსვლის შემდეგ კრუსი ბოიფრენდს დაშორდა და ისევ მშობლებთან გადაწყვიტა ყველასგან დამალვა.

კრუსისგან განსხვავებით ბარდემი მსახიობების ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაშივე გაეცნო კინოსამყაროს, რადგან დედის, მსახიობის პილარ ბარდემის წყალობით მთელ თავისუფალ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებდა. მით უფრო, რომ რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშე, ადრეულ ასაკში შეეჩვია ყურადღბის ცენტრში ყოფნას და არც პოპულარობა აბნევდა. უსაზღვრო სიმპათიის მიუხედავად, ბარდემს ძალიან გაუჭირდა დამწყებ მსახიობთან საერთო ენის გამონახვა, ამიტომ მეგობრებად დარჩენა არჩია.

ესპანური ხასიათი

წყვილის რომანი მალდივებზე გადაღებული ფოტოებით გასაჯაროვდა, თუმცა ბევრმა არ დაიჯერა მათი ხანგრძლივი ურთიერთობის, რადგან კრუსი მანამდეც ხშირად ტოვებდა მამაკაცებს, თუმცა არა იმდენად თავქარიანობით, რამდენადაც პრინციპულობით და სიჯიუტით, რადგან ფეთქებადი ხასიათის პატრონს ძალიან არ უყვარდა დათმობა. „ის ხომ ესპანელია, ამიტომ ზოგჯერ საშინლად აუტანელია! ჩვენი კამათი ყოველთვის ყვირილით და ჭურჭლის მტვრევით მთავრდება, თუმცა სწორედ ჟინის და ყოვლისმომცველი ვნების გამო მიყვარს, რადგან ყველაფერს მთელი გულით აკეთებს“, – სწორედ ასე დაახასიათა ბარდემმა მეუღლე ჟურნალისტთან ინტერვიუში.

მართალია, პრესა პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას წყვილის დაშორების შესახებ, მაგრამ თავად მსახიობები ყოველთვის უარს ამბობდნენ კომენტარის გაკეთებაზე, ამიტომ 2010 წელს, როცა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებულმა ბარდემა პრემია „საყვარელ ქალს და ერთგულ მეგობარს პენელოპა კრუსს მიუძღვნა“, ბევრს ძალიან გაუკვირდა. მართალია, ფესტივალზე თავშეყრილი პუბლიკა აპლოდისმენტებით შეხვდა აგანცხადებას, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ორსული პენელოპა აქტიურად იყო ჩაბმული საქორწინო სამზადისში. წყვილმა რამდენიმე თვის შემდეგ ბაჰამის კუნძულზე მოაწყო წვეულება, 2011 წელს კი, პირველი შვილის დაბადება აღნიშნა.

შვილები

კრუსი დიდხანს ოცნებობდა შვილებზე. მეტიც, ბარდემთან რომანის დაწყებამდე, რამდენიმე თავშესაფარსაც სტუმრობდა ბავშვის შვილად აყვანის სურვილით, ამიტომ პირველი შვილის დაბადება მართლაც დიდი ხნის ნანატრ საჩუქრად იქცა მისთვის. „რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და აზრიც აბსოლუტურად განსხვავებული შეიძინა. ადრე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, არცერთ შეთავაზებაზე უარს არ ვამბობდი, ახლა კი, პრიორიტეტები შემეცვალა. მინდა მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო შვილთან და ყველანაირად დავიცვა ცნობისმოყვარე პუბლიკისგან“, – აღნიშნა დედის როლით მოხიბლულმა კრუსმა, რომელმაც ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი, ამჯერად პატარა გოგონა აჩუქა საყვარელ მეუღლეს.

 

mazda magti 5g