“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას, სავარაუდოდ, არ შეუერთდება და ყველას 20 ივნისს ეპატიჟება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან აქციის დაანონსება ემსახურება 20 ივნისის აქციის მუხტის დაგდება.
“16-ში აქციის დაანონსება, როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისი არის თარიღი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.
მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე, მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან. ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში” – წერს ჯაფარიძე.