საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს აქცია დააანონსა.

“16 ივნისს გთავაზობთ. რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება.

ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით სადაც ყველა იქნება, რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლიათ იმღეროს. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა, არ გვინდა მეტი ჩვენი ემიგრანტების იქით წასვლა. ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპის, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.