LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს – გამყრელიძე

263
amiran-gamkrelidze-w-h

ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი COVID-19 -ის მიმდინარე ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგს მართავენ.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ არის პირველი ნიშანი იმის, რომ შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს.

„ბოლო კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედერებით გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი დღით ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“. – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული კლასტერები წვეულებებსა და სუფრებს უკავშირდება.

„ვიმეორებ, შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ 17-ვე „კლასტერი“, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, ეპიდემიის შემდგომ განვითარებას შევაკავებთ. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, თბილ ამინდში უფრო მეტად დამშვიდებული შევალთ, რომ ეპიდსიტუაცია მეტად არ გაუარესდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმუნიზაციის პროცესის მეტად გააქტიურებაა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g