18 საათი რიგში Iphone 11-ის მოსაპოვებლად – ხალხი მაღაზიასთან საბნებით მივიდა (ფოტოები)

371
Capture

ლონდონში, Apple-ის განსაკუთრებულმა გულშემატკივრებმა სექტემბრის სუსხიანი დილა რიგში გაატარეს, რათა ახალი iPhone 11-ის პირველი მფლობელები გამხდარიყვნენ. მაღაზია დილის 8 საათზე გაიღო. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

ერთ-ერთმა მამაცმა გულშემატკივარმა The Sun-თან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მოსაპოვებლად რიგში 18 საათი გაატარა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რიგში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, მაღაზიის წინ მთელი ღამით დაბანაკდნენ და თან საბანი წაიღეს, რომ არ გაყინულიყვნენ.

„ვეცადე ახალი მოდელი ონლაინ შეკვეთის გზით მეყიდა, თუმცა, დაკავშირება ვერ მოვახერხე“; „აქ გუშინდელს მერე, საღამოს 4 საათიდან ვდგავარ. ძალიან ციოდა, მაგრამ რამდენიმე საათს გასტანა“, – აღნიშნეს iPhone0ის მოყვარულებმა.

iPhone-ის სამი ახალი მოდელი: iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Max, რომელიც Apple-მა გასულ კვირას წარადგინა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაყიდვაშია.

 

ისტერია ავსტრალიაში დაიწყო

ეს უკვე ლონდონია, მაღაზიის წინ

 

ხალხმა ტაში შემოსცხო, როდესაც ლონდონში Regent Street Apple store-ში შესვლა მოახერხეს

 

სუპერფანი სემ შაიხი 14 საათი იდგა რიგში

 

Apple-ის ავსტრალიელმა ფანებმა პირველებმა იყიდეს ტელეფონი

 

ეს ისევ ლონდონია

 

იცანით ხო? ბოლოს და ბოლოს ეღირსა iPhone 11 Pro Max 

 

დუბაიშიც იგივე ხდებოდა

 

იაპონიაში იღბლიანის მარიაჟობა და სხვების ინტერესი და შური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები