LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო აღიარება

453
giorgi-gigashvili-news

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი იტალიაში ახლახან გამართული ფერუჩო ბუზონის სახელობის პიანისტთა 62-ე საერთაშრისო კონკურსის ლაურეატი გახდა, მან მაყურებელთა რჩეულისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი და მესამე პრემია დაიმსახურა.

მსმენელმა ქართველი შემსრულებელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

თავად პიანისტმა სოციალურ ქსელში პრესტიჟულ პიანისტთა კონკურსის მესამე პრემიის მიღების შემდეგ მადლობა საკუთარ მასწავლებელს გადაუხადა და დაწერა, „დიდი მადლობა იტალიელ მსმენელს ამ პრიზისთვის, რომელიც ბევრად მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ 1 პრემიაა“.

13 სექტემბერს კი გიორგი გიგაშვილი რუსთაველის თეატრში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, ვატო მაღრაძის დასახმარებლად იმართება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე: biletebi.ge

ვიდეო:„კონცეპარტი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები