LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-21 ივნისის მოვლენებზე შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს

117
brifingi

რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.

პროკურატურაში განმარტეს, რომ 20-21 ივნიის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზ,ე პროკურატურამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

დგინდება, რომ  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

ბრიგინგზე აღინიშნა, რომ 2019 წლის 21 ივნისს შსს-ს თანამშრომელმა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ მოველეობას გადაამეტა , რაც იმაში გამოიხატა იმაში, რომ აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურა სასამართლოს სამართალდამცავისთვის პატიმრობის შეფარდებას სთხოვს.

 

 

 

პოპულალურები