LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის მოვლენების დროს, შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ამიტომ ვალდებულნი ვიყავით ის აგრესიისგან დაგვეცვა: მიხეილ ყაველაშვილი

48
ყაველაშვილი

 „20 ივნისის მოვლენების დროს, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო და მის მიმართ აგრესია წამოვიდა, ხელისუფლება ვალდებული იყო ის დაეცვა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას, მმართველი გუნდი არც ძალის გადამეტების საკითხზე საუბარს ერიდება და უფრო მეტიც, ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, აქცენტს გამოძიების აუცილებლობაზე სვამს.

„რადგან გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მის მიმართ აგრესია წამოვიდა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, რომ ის აგრესია თავიდან  აგვეცილებინა და ეს ადამიანი დაგვეცვა. მაშინ, ყოველთვის თავადაც აღიარებდა, რომ გამოძიების საგანია ვინ გადაამეტა.

ამაზე უარი ჩვენც არასოდეს გვითქვამს და აქცენტი გვქონდა გაკეთებული, რომ თუ ვინმემ ძალას გადაამეტა, აუცილებლად გამოძიებული იქნებოდა,“  – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები