LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ” – ირაკლი კობახიძე

146
60355671-2861232050767779-8355225559965368320-o

ირაკლი კობახიძე თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, აქტივისტების პროტესტის გამო უმრავლესობის წევრების ემოციების დარეგულირება უწევთ.

“ასეთი არა ერთი პრეცედენტი ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ საკომიტეტო შეხვედრები 10:00 საათზე იყო ჩანიშნული, უმრავლესობის შეხვედრა 09:00 საათზე დაიგეგმა. იქით გვიწევს უმრავლესობის დეპუტატების ემოციების დარეგულირება, რომ ამ 200 კაცთან დაკვშირებით, რამე არ მოხდეს. შესაბამისად, კარგად შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200 კაცის მუშტების ბრახუნი არის საშიში იმ 200-ვე კაცისთვის. რესურსი როცა არა გაქვს, უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი საბოლოოდ, და მიილევიან კიდეც” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ასე ცხვრებივით მორეკეს”… ალიონის დეპუტატები და პარლამენტის თვითიზოლაცია

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტის პიკეტირებას გეგმავდნენ, მოგვიანებით კი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, არიან დაკავებულებიც. ადგილზე პოლიციაა ამ დრომდე მობილიზებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები