LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის პირველ ნახევარში, მუშაობისას 71 ადამიანი დაშავდა, 25 კი გარდაიცვალა – სახალხო დამცველი (ვიდეო)

146
78890282-2531307270240120-7421080511071649792-o

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხი კვლავ ძალიან აქტუალურია. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, მხოლოდ  წლის პირველ ნახევარში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 71 დაშავდა და გარდაიცვალა 25 ადამიანი.

თუნცა ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონის ყველა სექტორზე გავრცლება დადებითად უნდა შეფასდეს.

ლომჯარიამ ასევე დადებითად შეაფასა შრომის ინსპექტორებისთვის ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის მიცემას და აღნიშნა რომ ამ კანონპროექტოს დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად იქნას დასაქმებულთა უფლებები დაცული.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა – რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო

“ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად”, – აცხადებს სახალხო დამცველი.