LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება

455
76757018-3173502579390488-7940771330549350400-o

E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული.

„ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები“ – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები