LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და თქვენ სად ხვდებით ხოლმე ზაფხულის დადგომას? – „ბაკურიანი ინნ“-ში დამტვერვის სეზონი გელოდებათ

756
ბაკურიანი ინნ

ბაკურიანში სხვანაირი გაზაფხული იცის. წიწვოვანი ტყე ყვავილობას გვიან სეზონზე იწყებს და უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის. ბუნების გამოღვიძება ერთნაირად მოქმედებს გარემოზე, ადამიანებზე, ახალ ენერგიებს აჩენს და ცხოვრების ხალისს ერთიორად ზრდის.

მაისი ის თვეა, როდესაც გადაწყვეტილად ვიცით, რომ ზაფხულის თავგადასავლებში გადანაცვლება მოგვიწევს. უთვალავი ფერი, შეგრძნებები, დღეები, რომლებიც გულს გვიჩქარებს და მოგონებები, რომლებიც წიგნის დაწერის შთაგონებას გვიჩენს.

და თქვენ სად ხვდებით ხოლმე ზაფხულის დადგომას?..

ბაკურიანი ინნ“-ის ეზოში მზის აბაზანების მიღება და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ამ პერიოდში ბუნებისა და ადამიანის კავშირებზე დაგაფიქრებთ. წიწვოვანი მცენარეებით გადაჭედილი ეზო სხვადასხვა ამბავს იტევს და ჰყვება.

გაზაფხულით ტკბობისა და ზაფხულის თავგადასავლებში ჩასაძირად „ბაკურიანი ინნ“-ის ეზო საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიურ რუტინას გააღწიოთ, სპორტული აქტივობებით დაკავდეთ, ველოსიპედით ისეირნოთ.

იცოდით, რომ კურორტოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდი სწორედ მაისია? დამტვერვის ეფექტს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. ნაძვისა და ფიჭვის ყვავილობისას, ბაკურიანის ჰაერი საოცარ, გამაჯანსაღებელ თვისებებს იძენს. მცენარეების მტვერი სასარგებლო ვიტამინებისა და ბუნებრივი მინერალების კომპლექსს შეიცავს.

ეს პერიოდი მისწრებაა მათთვის, ვინც რესპირატორული ვირუსებით ხშირად ავადობს. წიწვოვანი მცენარეებისგან სარგებლის მისაღებად რაც უფრო მეტ დროს დაჰყოფთ ბაკურიანში, მით უფრო აღივსებით ახალი ძალებით. ინფექციური დაავადებების გამწვავების პერიოდში ექიმების მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის ისაა, რომ ბავშვებმა ქალაქგარეთ დიდი დრო უნდა გაატარონ, განსაკუთრებით მთის კურორტებზე, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის გაჯერებული ჟანგბადით. მაღალმთიანი გარემო იმუნიტეტს აძლიერებს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადობენ ან ანამნეზში ალერგიული დაავადებები აქვთ.

სასტუმროს ეზოში ნებივრობის შემდეგ, შეგიძლიათ სპა ცენტრში გადაინაცვლოთ, სადაც 3-დღიანი ან 7-დღიანი დეტოქს პროგრამები გელოდებათ. ეს ადგილი მათთვისაა, ვისაც ზაფხულის დადგომასთან ერთად სხეულის წონისა და ფორმის კორექცია აქვს ჩაფიქრებული. ზამთარში დაგროვილი ზედმეტი ტოქსინებისა და დაღლილობის შეგრძნებისგან გათავისუფლება თუ გსურთ, არჩევანი დიდია. ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენაში სასტუმრო ისეთ საერთაშორისო ბრენდებს იყენებს, როგორიცაა Germaine de Capuccini, რომლის ოფიციალური მომწოდებელია „ნატალი ჯგუფი“. ამ შეთავაზებების გარდა, დამსვენებლებისთვის პროფესიონალები ადგილზე პერსონალურ დეტოქს პროგრამებსაც შეუდგენენ.

ბაკურიანი ინნ“-ში მუსიკისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებზე ერთნაირად იზრუნეს. სასტუმროს სპა ცენტრში აკვა აერობიკასაც დაგახვედრებენ. წყალში მუსიკის ფონზე ვარჯიში დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე, არტერიულ წნევაზე და სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ. თუ ვარიკოზული ვენები ან მასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ ან ზედმეტი დისკომფორტის გარეშე, ცხიმის მოშორება და კუნთების გამკვრივება გსურთ, „ბაკურიანი ინნ“-ში თქვენს სურვილებზე ფიქრობენ, თანაც, პირველი საცდელი ვარჯიში უფასოა.

ბაკურიანში რომ სხვანაირი გაზაფხული იცის, ამაში წელს მაინც უნდა დარწმუნდეთ. სანამ ზაფხულის თავგადასავლებში გადაინაცვლებთ, გაზაფხულის გამოღვიძების ხანგრძლივ პროცესს „ბაკურიანი ინნ“-დან შეგიძლიათ დააკვირდეთ, გულიც და გონებაც სხვანაირად გაახალისოთ, მცენარეების ყვავილობას და ადამიანების ხელახლა დაბადებას დააკვირდეთ, გამოფხიზლდეთ, ახალი მიზნები დაისახოთ და ცხოვრების მწვერვალები ბევრად უფრო ახლოს მოგეჩვენოთ, ვიდრე აქამდე.

ბაკურიანი ინნ“-ის შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +995 511 30 30 83

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები