LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2022 წლის 29 მარტია, ამ დროს მოდის წერილი და მივხვდი, რომ ჩემი ბიჭი დაბრუნდა…ჯღარკავა მიყვარხარ მე შენ, სულ მიყვარდი და მეყვარები” – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი

1745
BeFunky-collage - 2023-03-29T220340.963

სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვეს. მათმა სიყვარულის ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

როგორც ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, 40 წლის შემდეგ, სწორედ დღეს, 2022 წლის 29 მარტს დაბრუნდა მის ცხოვრებაში ემზარ ჯღარკავა.

„2022 წლის 29 მარტია, ემიგრაციაში ვარ, არც თუ ისე სახარბიელო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში…იშვიათად ვინტერესდები სოციალურ ქსელში სიახლეებით….მაგრამ ძალიან ბევრი მეგობრობის მოთხოვნა დამიგროვდა, მოვიცალე და დავიწყე წაშლა, ძირითადად უცნობები იყვნენ…ერთ მოთხოვნაზე შევჩერდი…უფრო სწორედ ფოტომ მიიპყრო ყურადღება, თითქოს მიმიწება და რაღაც ისტორიას მიყვებოდა, სახელს და გვარს არც დავკვირვებივარ, ვერ ვიცანი, მაგრამ ვიფიქრე, ვიგრძენი… წინა ცხოვრებაში ვიცნობდი…

არ წავშლი და დავიმატებ-თქო, უცნაურად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა…..ამ დროს მოდის წერილი და პარალელურად სახელს და გვარს ვკითხულობ…..მივხვდი თუ რატომ მიმიჯაჭვა უკრაინული დროშის ფრეიმიანმა ფოტომ…მივხვდი, რომ ჩემი ბიჭი დაბრუნდა…. ჯღარკავა მიყვარხარ მე შენ, სულ მიყვარდი და მეყვარები, მადლობა რომ დაბრუნდი და ხარ ჩემს ცხოვრებაში…სხვას ვერაფერს დავამატებ…29 მარტი კი მნიშვნელოვანი თარიღების სიას დაემატა, ვოტ”, – წერს ნინო კვარაცხელია.

„ახლაც ზუსტად ისეთ დროს დაბრუნდა, როცა ძალიან მწარედ დამანარცხა ცხოვრებამ მიწაზე….მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, გამამხნევა და ცხოვრებისკენ შემომაბრუნა” – რა ისტორიას იხსენებს ნინო კვარაცხელია

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

“აქ 46 წლის ვარ…სად იყავი მაშინ, თორემ ხომ იტანტალებდა ერთი 5 რიჟა ჯღარკავა მარტვილში” – რა პოსტს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g