სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვეს. მათმა სიყვარულის ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს და ემზარ ჯღარკავას მიმართავს:
“ეს ფოტო 10 წელიწადს ითვლის, ანუ აქ 46 წლის ვარ…რამდენიმე დღეში 56 მივუკაკუნებ…ჯღარკავა, სად იყავი მაშინ, ხო იტანტალებდა ერთი 5 რიჟა ჯღარკავა მარტვილში…მაინცდამაინც ამერიკაში უნდა წამოვსულიყავი რომ გეპოვე???”, – წერს ნინო კვარაცხელია.
როგორც ნინო კვარაცხელია “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, ეს ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პერიოდში, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ნინო კვარაცხელიამ ეს თანამდებობა დატოვა და აშშ-ში, ემიგრაციაში გაემგზავრა.
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა