LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კვარაცხელია: ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს – თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა…

1665
ნინო კვარაცხელია

სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვეს. მათმა სიყვარულის ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ „მათ შეხვედრამდე დარჩენილი დრო ახლოვდება“.

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

„იშვიათად ვცდილობთ მოვიწყინოთ როცა ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ერთმანეთის გამხნევება… ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს, სადაც ათვლა წუთებით და წამებით კი არა, მთელი ერთი კვირითაა… თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა… ვითომ რაოდენობაში ვიგებთ ?! ❤️“, – წერს ნინო კვარაცხელია.

 

იშვიათად ვცდილობთ მოვიწყინოთ როცა ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ერთმანეთის გამხნევება… ერთი დიდი დროის კალენდარი…

Posted by ნინო კვარაცხელია on Monday, 26 December 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g