LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის საუკეთესო ფილმები – ნაწილი მეორე

2824
films

გასული წელი მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა რეჟისორებისთვის, რომელთაც ჟანრებისა და სიუჟეტების მრავალფეროვნებით გაახარეს კინომოყვარულები.

2022 წლის საუკეთესო ფილმები – ნაწილი პირველი

fortuna.ge გთავაზობთ 2022 წლის საუკეთესო ფილმების მეორე ნაწილს:

„არავის უთხრა“ (Gæsterne, კრისტიან ტაფდრუპი) – დანიურ-ჰოლანდიური ტრილერი, მიხაელ ჰანეკეს „სახალისო თამაშების“ ერთგვარი ინტერპრეტაცია ორ ოჯახზე, რომელთაგან ერთი გამუდმებით ამცირებს, დასცინის და ატერორებს მეორეს.

„მომავლის დანაშაული“ (Crimes of the Future, დევიდ კრონენბერგი) – კანადური ფანტასტიკა ვიგო მორტენსენის, კრისტენ სტუარტის და ლეა სეიდუს მონაწილეობით. რეჟისორმა ე.წ. „ევოლუციის დაჩქარებული სინდრომის“ ფანტასტიკური სამყარო შექმნა, რომელშიც ადამიანები უცნაურ ტრანსფორმაციას განიცდიან.

„სევდის სამკუთხედი“ (Triangle of Sadness, რუბენ ესტლუნდი) – შვედი რეჟისორის კომედია მდიდრული იახტის ეკიპაჟზე, რომელიც კატასტროფის შედეგად დაუსახლებელ კუნძულზე იბრძვის გადარჩენისთვის, კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ფილმი.

„სიყვარულის სწრაფი ლექსიკონი“ (A E I O U – Das schnelle Alphabet der Liebe, ნიკოლეტ კრებიცი) – გერმანული დრამა ასაკოვანი და ახალბედა მსახიობის რომანზე, გასული წლის ბერლინის კინოფესტივალის ფავორიტი ფილმი.

„ღამის მგზავრები“ (Les passagers de la nuit, მიკაელ ერსი) – ფრანგული დრამა ნამდვილ პარიზელებზე შარლოტა გენსბურის მონაწილეობით. ქალის ისტორია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყებას და ორი შვილის დამოუკიდებლად აღზრდას ცდილობს.

„სურვილის სამი ათასი წელი“ (Three Thousand Years of Longing, ჯორჯ მილერი) – რომანტიკული ფანტასტიკა ტილდა სუინტონის და იდრის ელბას მონაწილეობით. ქალის ისტორია, რომელიც აღმოსავლურ ბაზარში უძველეს ლამპარს ყიდულობს მასში ჩაბუდებულ ჯინთან ერთად.

„წასვლის გადაწყვეტილება“ (Hyeeojil gyeolsim, პაკ ჩხან-უკი) – სამხრეთ კორეული დეტექტივი, რომლის მთავარი გმირი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული მამაკაცის საქმეს იძიებს.

„მტაცებელი“ (As bestas, როდრიგო სოროგოიენი) – ესპანურ-ფრანგული ტრილერი შეძლებულ წყვილზე, რომელსაც პროვინციაში მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ ადგილობრივებთან უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამართვა.

„ყველაფერი, ყველგან და უცებ“ (Everything Everywhere All at Once, დენ კვანი, დენიელ შაინერტი) – ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკა, შავი კომედია ახალგაზრდა ქალზე, რომელიც პარალელურ სამყაროებში მოგზაურობს და ყველგან საკუთარ თავს ხვდება.

„ზებუნებრივი. ნიშნები“ (Something in the Dirt, აარონ მურჰედი, ჯასტინ ბენსონი) – ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკა ორ მეგობარზე, რომლებიც მისტიკური მოვლენების გამოძიებას ცდილობენ.

„დაკარგული გოგონების კუნძული“ (Island of Lost Girls, ენნ-მარი და ბრაიან შმიდტები) – ამერიკულ-მექსიკური დრამა სამ დაზე, რომლებიც თავგადასავლების ძიებაში გარბიან ბავშვთა სახლიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები