LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის საუკეთესო ფილმები – ნაწილი პირველი

2612
page

გასული წელი მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა რეჟისორებისთვის, რომელთაც ჟანრებისა და სიუჟეტების მრავალფეროვნებით გაახარეს კინომოყვარულები.

fortuna.ge გთავაზოთ 2022 წლის საუკეთესო ფილმებს:

“სიკვდილი ნილოსზე“ (Death on the Nile, კენეტ ბრენა) – ბრიტანული დეტექტივი, აგათა კრისტის რომანის ეკრანიზაცია, 1978 და 2004 წლებში დადგმული ფილმების ერთგვარი შემაჯამებელი რიმეიქი.

„დაურეკეთ ჯეინს“ (Call Jane, ფილის ნაჟი) –  დრამა გენდერულ თანასწორობასა და ქალურ სოლიდარობაზე, ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების ჩიკაგოში, აქტუალური სოციალური პრობლემების ფონზე ვითარდება.

„ალქაჯი: რეინკარნაცია“ (Mal de ojo, ისააკ ესბანი) –  მექსიკური საშინელებათა ფილმი, პატარა გოგონების უჩვეულო თავგადასავალი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნვით ცდილობენ მოულოდნელი სირთულეების დაძლევას

„ემილი“ (Emily, ფრენსის ო’კონორი) –  ფრენსის ო’კონორის სარეჟისორო დებიუტი, ბიოგრაფიული დრამა ცნობილი ბრიტანელი მწერლის ემილი ბრონტეს ცხოვრებაზე.

„მამრობითი სქესი“ (Men, ალექს გარლენდი) – ფსიქოლოგიური ტრილერი ფოლკ-ჰორორის ელემენტებით, რაც ფილმს მეტი სიმბოლურობა შემატა. განსაკუთრებით აღსანიშნია ჯესი ბარკლის და რორი კინერის სამსახიობო ოსტატობა და ბრწყინვალე თამაში.

„შეთქმულება ქაიროში“ („ბიჭი სამოთხიდან, Boy from Heaven, ტარიკ სალეჰი) – ირანული წარმოშობის შვედი რეჟისორის დრამა, კანის კინოფესტივალის პრიზიორი საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, ახალგაზრდა მუსულმანის ისტორია, რომელიც ბიუროკრატიული სახელმწიფოსა და მორალური ფასეულობების დაპირისპირების ფონზე ვითარდება.

„დონ ჟუანი“ (Don Juan, სერჟ ბეზონი) – ცნობილი ლოველასის ძველი ისტორიის თანამედროვე ვერსია, ყოფილი კინოკრიტიკოსის ფილმი, რომელიც პირველ რიგში მისივე კოლეგებზე მორგებით შექმნა.

„კორსაჟი“ (Corsage, მარი კროიცერი) –  ბიოგრაფიულ-ისტორიული დრამა ავსტრიის დედოფალ ელისაბედზე, ლონდონის კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი.

„პარანორმალური მოვლენა: მოჩვენებათა სახლი“ (Deadstream, ჯოზეფ და ვანესა ვინტერები)- არტჰაუსული ჰორორი ქარიზმატულ ბლოგერ ექსტრემალზე, რომელიც პირდაპირ ტრანსლაციას უძღვება საშინელებათა სახლიდან.

„პოლარული ვარსკვლავი“ (Polaris, კერსტენ კერტჰიუ) – კანადური ფანტასტიკა მომავლის სამყაროზე მამაკაცების გარეშე, ფილმის არაჩვეულებრივ პეიზაჟებს მოკლე დიალოგები ავსებს სცენარისტების გამოგონილ ენაზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები