ეკონომიკურ საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ბექა ლილუაშვილის პროგნოზით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ მოსახლეზე 20 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ლილუაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 პროცენტი და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, საყურადღებოა კიდევ ერთი თემა.

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება თითოეული ჩვენი მოქალაქის დოვლათი, რადგან 2024 წლისთვის უკვე საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტით შეფასებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარს, ხოლო 2025 წლის განმავლობაში 21 000 საერთაშორისო დოლარს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები