LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან: ვარლამ გოლეთიანი

127
1

26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან, – ვარლამ გოლეთიანმა იუსტიციის სახლის წინ აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი განცხადებით მსვლელობა გაგრძელდება თავისუფლების მოედანზე.

“26 მაისი არის ჩვენი დღე, მოვუწოდებთ ყველას 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ”

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მსვლელობა რეპუბლიკის მოედნიდან იუსტიციის სახლამდე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

“მოვედით ადგილზე, სადაც კანონდება ის უკანონო პროცესი რაც რიონის ხეობაში ხდება, ამიტომ როდესაც ვამბობთ რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე ამაში იგულისხმება ბევრი რამ, ერთ-ერთი კი არის სწორედ მიწის კანონი, რომელიც არ გვაქვს მოწესრიგებული და იძლევა საშულებას არასწორად ად არამართლზომიერად განისაზღვროს საერთო რესურსი. მიწის კანონი ებმის ამ პრობლემას და ვნახეთ ჩვენ რომ შესაძლებლობა ეძლევა ხელისუფლებას, რომ თუკი ის ჩათვლის საჭიროდ პრაქტიკულად მთელი ხეობა გააჩუქოს და მიზერულ ფასად გადავიდეს კერძო სექტორის ხელში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g