LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 დღის განმავლობაში მხოლოდ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს – მარინა ეზუგბაია

122
Capture

“ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 313 ინფიცირებული გვყავს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავამდყოფოში ორი მძიმე პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა რამდენიმე დღეა სტაბილურია.

“სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს და დაგვემატა 10 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე სხვადასხვა კლინიკების სტაციონარებში მხოლოდ 313 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებული ახალი პაციენტები ჩვენს კლინიკაში არ გვყავს. ამ ეტაპზე ჩვენთან 44 ინფიცირებულია. ამასთან 2 არის მძიმე, მათი მდგომარეობა რამდენიმე დღეა დასტაბილურდა, მაგრამ დაკვირვებას საჭიროებენ და ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ასევე გვყავს 14 პაციენტი, რომელთაც მძიმე პნევმონია აღენიშნებათ, ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან დაავადება არ პროგრესირებს,” – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული მოზარდების, მათ შორის 9 თვის ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ “კოვიდ 19-ზე” პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა“- როგორია ინფიცირებულების მდგომარეობა

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა.

 

magti 5g