LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა (ვიდეო)

726
pr

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ. პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი დღის ამსახველი ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე ატვირთა.

ამ დღესთან დაკავშირებით  წერს ოფიციალურ გვერდზე თავდაცვის სამინისტრო.

“1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/220454715910263/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g