LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

37 წლის ლოტბარი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა – მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა!..

1084

ახალგაზრდა ლოტბარი და მომღერალი, ზვიად ბერიაშვილი გუშინ, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას სიმსივნის დიაგნოზი მცირე ხნის წინ დაუსვეს. მოხერხდა გარკვეული თანხის შეგროვება და მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მუსიკალური სამყარო ამ დანაკლისს ძალიან განიცდის. სოცქსელში ხელოვანები ზვიად ბერიაშვილს ემშვიდობებიან…

მიშო ჯავახიშვილი, მომღერალი:

წავიდა ჩვენი ძმა… ნათელში დაამკვიდროს შენი სული უფალმა. რამდენი კარგი საქმე და სიკეთე დატოვე. ამით შენი შვილები, ოჯახი და ჩვენ,  შენი მეგობრები ვიამაყებთ!“

ციცი ფალავანდიშვილი, მუსიკოსი:

„ჩემი ზვიადი, ჩვენი ზვიადი… რატომ ხდება ასე, რატოოოოომ????? შენ დააკლდი ოჯახს, მეგობრებს, მუსიკალურ სამყაროს. როგორ გვატკინე გული ყველას! მიყვარხარ, მეგობარო, ღმერთმა ნათელში გამყოფოს!“

ანდრია გველესიანი, მსახიობი:

„ჩვენი ზვიადი… უფალმა გაანათლოს შენი სული, ზვიად…

გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, მადლობა თითოეული წუთისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაატარე, ბევრი სითბოსა და სიკეთისთვის… მადლობა ღმერთს, რომ ვიცნობდი შენნაირ კეთილ, ნიჭიერ და მშრომელ ადამიანს…

ძალიან დამწყდა გული… ძალიან. ჩვენ ვილოცებთ შენთვის….“

ანსამბლების – „იმერი“ და „მუხამბაზი“ წევრი, „ქალდეასა“ და „დავითიანის“ ხელმძღვანელი და ასევე ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი 37 წლის გახლდათ…

ზვიად ბერიაშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა, 12 წლის ტყუპი და 6 წლის გოგონები. ერთოთახიანი ბინა, რომელიც ოჯახს ჰქონდა, გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს. ახლა ისინი მარტყოფში ცხოვრობენ… ზვიადი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავისი ცოლ-შვილის ბედს ძალიან განიცდიდა.

ზვიადის მეგობრებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახის გასაჭირს და დაეხმარება მას.

მოქმედებს სპეციალური ნომერი „ბილაინისა“ და „მაგთის“ აბონენტებისთვის:

0901701125

ასევე თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი შემდეგ ანგარიშზე:

GE65TB7143245061100022

მიმღები: თამარ ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g