LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

380 სტიპენდიატი მთელი საქართველოდან: წელს, თიბისის პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან

64
1

სამი ათწლეულია, თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ხელშეწყობით, ასობით ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაიწყო თავისი გზა წარმატებისკენ, დღეს კი ისინი ისეთ სფეროებში არიან წამყვანი სპეციალისტები, როგორებიცაა: პროგრამირება, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი.

„თიბისი დიდი სიამაყით აგრძელებს ამ პროექტს, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად გვემატებიან ისეთი მოზარდები, რომლებსაც თავიანთი ნიჭითა და ცოდნით პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლიათ, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ მათ ამ შესაძლებლობების შექმნაში“,  – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წლიდან, თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში 380 მოზარდია ჩართული, რომელთა შერჩევა 14 სხვადასხვა საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ჩართულობით ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისის სტიპენდიატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა მისწრაფება აქვთ, თუმცა მათ მიზანდასახულობა და განსაკუთრებული ნიჭი აერთიანებთ.

„ძალიან მიყვარს ალგორითმებზე მუშაობის პროცესი, როდესაც ამოუხსნელ კითხვებს პასუხს სცემ, გამომგონებლობა პატარაობიდანვე მიტაცებდა. მიხარია, რომ თიბისის სტიპენდიატების პროგრამისთვის შემარჩიეს“, – ამბობს 16 წლის საბა ხაბურზანია, სენაკიდან. 

„ჩემი მიზანი ამერიკაში სამშენებლო ინჟინერიის სწავლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თიბისის სტიპენდია ჩემი მიზნების ასრულებაში მეხმარება“, – ამბობს 17 წლის ეკატერინე ჩაჩაური, თელავიდან.

წელს, პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალი თაობის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად ასეთ ინიციატივებს მიუძღვნის კომპანია შემდეგ ათწლეულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები