LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი გიორგი რურუაზე: შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა

138
BeFunky-collage (5)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას.

„პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას ისახავდა მიზნად. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება”- აცხადებს დეგნანი.

ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართა: რაზე ისაუბრეს ქვეყნის პირველმა პირებმა

ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა.ამ დაპირებას არ აქვს ვადები. დაპირება, რომელიც მხარეებმა აიღეს, გათვალისწინებულია წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას ოპოზიცია, დიპლომატების ჩართულობით, ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.

აიძულებენ თუ არა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებას – ყოფილი მხედრიონელის გზავნილი ციხიდან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები