LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიძულებენ თუ არა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებას – ყოფილი მხედრიონელის გზავნილი ციხიდან

154
sal rur

30 ივლისს „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რურუა იარაღის უკანონო ტარებისთვის გასულ წელს დააკავეს, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს და წარსულში ჩადენილი უამრავი დანაშაულის მიუხედავად, მისით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც „მთავარი არხის“ მეწილე გახდა. ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 24 სექტემბერს გავრცელდა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

არავინ უარყოფს, თვით ოპოზიციაც კი, რომ რურუას ძალიან ბევრი იარაღი აქვს, თუმცა რურუას დამცველები ამტკიცებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ 8 მარტის ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, რომ სამი პატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. პრეზიდენტმა 15 მაისს უგულავა-ოქრუაშვილი შეიწყალა. რურუას შეწყალების უფლება მას არ ჰქონდა, რადგან მის საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა.

განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩნდება კითხვა, შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი მესამე პატიმარსაც.

კითხვა საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას დაუსვეს, რომელმაც აღნიშნა, რომ შეწყალება აბსოლუტურად პრეზიდენტის პრეროგატივაა.

“შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია. წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს მას თუ არა. თუმცა მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა გახარიამ.

საკითხავია, როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩადის, ის უნდა დაისაჯოს თუ არა, თუ ვინმე პოლიტპატიმარს ეძახის, ან რომელიმე ტელევიზიის მეწილია, პასუხისმგებლობას უნდა არიდებდეს თუ არა თავს.

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ უნდა მოხდეს.

“ვრჩები შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა“, – აცხადებს სენატორი რიში.

 

გიორგი რურუა პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? – თამარ თორაძე სენატორ რიშს „ბოროტების საძმოს“ ამბებს უყვება

 

ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საკუთარ ტვიტერზე გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე დაწერა.

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდნტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?”

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდნტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?”

 

გიორგი გამსახურდია მამის მკვლელობას რურუებს უკავშირებს: ღია წერილი დონალდ ტუსკს

 

ოპოზიციურმა პარტიებმა რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

განცხადებას, რომელსაც  ხელს 20 ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“,  „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „ თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“,  „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ ეროვნულ დემოკრატიული პარტია“,  ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – აწერს ხელს, ვკითხულობთ:

 

„გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის.

ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია“: რურუა ოპოზიციას მიმართავს

თავად რურუა აცხადებს, რომ უდანაშაულოა და რომ სამართალი აუცილებლად თავის გზას იპოვის.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში დაწერა: „მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას“!

სალომე ზურაბიშვილი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებისას ამბობდა, რომ უდანაშაულო ადამიანებს არ იწყალებდა და დამნაშავე დამნაშავედ რჩებოდა. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ სალომე იძულებული გახდა, შეწყალებისთვის ხელი მოეწერა.

რა მოხდება ამჯერად, ამას, სავარაუდოდ, ძალიან მალე გავიგებთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები