LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია“: რურუა ოპოზიციას მიმართავს

104
გიორგი რურუა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რურუა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირონ.

„მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე
პოლიტპატიმარი გ.რურუა“, – წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში. 

ოპოზიცია ამ დრომდე არ ცვლის პოზიციას და აცხადებს, რომ ხლისუფლება 8 მარტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს და გიორგი რურუას არ გაათავისულებს, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“ჩიხში მომწყვდეული ივანიშვილი”: ხელისუფლება რურუას გათავისუფლებას არ აპირებს, ოპოზიცია – იმედს არ კარგავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები