LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩიხში მომწყვდეული ივანიშვილი”: ხელისუფლება რურუას გათავისუფლებას არ აპირებს, ოპოზიცია – იმედს არ კარგავს

144
rurua-giorgi-0

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„მივდივართ უკვე ფინიშამდე, დარჩენილია ერთი ნაბიჯი და იმედს ვიქონიებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, შეაფასებს იმ როლს და იმ წონას, რასაც კონსტიტუციის კონსენსუსით მიღება ჰქვია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს და გიორგი რურუა გათავისუფლდება, ოპოზიცია ცვლილებებს მესამე მოსმენისას მხარს დაუჭერს.

“ქართული ოცნების” წევრები კი დღეს უკვე თამამად ამბობენ, რომ მათ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულეს და რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ყავს. 8 მარტის შეთანხმებაში კი კონკრეტული გვარები არც დაფიქსირებულა.

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საბაბს ეძებს, რომ ელჩების წინააღმდეგ დადებული პირობა არ შეასრულოს.

„არავითარი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან პატიმრის გათავისუფლებას, მით უფრო, როცა საუბარია წინასწარ პატიმრობაზე, არის ერთადერთი სასამართლოს ფუნქცია. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს პოლიტიკური შეთანხმებით, ვინ უნდა დატოვოს და ვინ არა პატიმრობაში“, – ამბობს იგი.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მთლიანად გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან.

„თუ ვინმე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ იმ შეხვედრაზე, რომელიმეზე, არათუ ბოლოზე, თავი დააქნიეს მაინც ან პირობა დადეს, რომ ვინმეს გაათავისუფლებენ, არის ტყუილი“, – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება კარგი ფაქტია და მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის.

„ივანიშვილი ჩიხშია მომწყვდეული, „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა. ამიტომ თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს. იქამდე რურუას თუ გაათავისუფლებს, ეს საერთოდ იქნება მისთვის შვება. ეს მის ინტერესშია. ოღონდ ჩემთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესშია“, – ამბობს ბოკერია.

ცნობისათვის, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. პოლიციამ  რურუა 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი გამსახურდია მამის მკვლელობას რურუებს უკავშირებს: ღია წერილი დონალდ ტუსკს

გიორგი რურუა პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? – თამარ თორაძე სენატორ რიშს „ბოროტების საძმოს“ ამბებს უყვება

მას შემდეგ, რაც ამერიკელი სენატორებისგან გაჟღერდა მოთხოვნა, რომ ის გათავისუფლებულიყო, გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც გიორგი რურუას დანაშაულებრივ ქმედებებზე ალაპარაკდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები