LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ახალი ინფიცირებული ამერიკის კლასტერია, შიდა გადაცემა არ არის – მარინა ენდელაძე

629
BeFunky-collage (2)

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 3 აჭარაშია, 4 თბილისში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

“ჩვენთან გამოვლინდა 4 ახალი ინფიცირებული, სამი კი აჭარაში. მათ შესახებ არაფერი ვიცი. რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს, არ არის შიდა გადაცემა. ეს გახლავთ ამერიკიდან ჩამოსულები, არის ახალი კლასტერი.მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, რა იქნება შემდგომი ვნახოთ…ამ ოთხი პაციენტიდან არცერთს კავშირი არ ჰქონია მარნეულის შემთხვევასთან”- განაცხადა მარინა ენდელაძემ და დასძინა, რომ საქართველოში დადასტურებული 61 შემთხვევიდან რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტთა მდგომარეობას, ენძელაძის თქმით, ინფექციურში მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისივე განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურეს – თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები