LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მაისიდან ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება: ჩინური ვაქცინის გასაკეთებლად 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა

74
1563405372

საქართველო სულ უფრო აფართოებს COVID-19-ის ვაქცინაციას.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა ჩინური წარმოების ,,სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

4 მაისს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

4 მაისს 09:30 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სხელობის ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას ჩაიტარებს ,,სინოფარმის“ ვაქცინით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები