LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვარი „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს

283
წითელი ჯვარი

ხვალ, 11 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღებს.

,,მოხარული ვარ, რომ ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ,,სინოფარმის’’ ვაქცინის 100,000  დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ.

გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ. ’’ –  განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები