LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 პრაქტიკული რჩევა ქალებს, თუკი სიგარეტისთვის თავის დანებება გსურთ

558
BeFunky-collage

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მწეველ ქალებს უფრო უჭირთ სიგარეტისთვის თავის დანებება, ვიდრე მამაკაცებს. ამბობენ, რომ კაცები მხოლოდ ნიკოტინის მორიგი დოზის მისაღებად ეწევიან, ქალები კი ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნებლად. ამის შესახებ ვრცლად სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნერვოზულ ვითარებაში ქალები უფრო მეტ სტრესს განიცდიდნენ, ვიდრე მამაკაცები. მოგვიანებით, აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს, რათა ქალებს მავნე ჩვევაზე უარის თქმა გაუადვილდეთ.

სიგარეტის მავნებლობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ამიტომ პირდაპირ გთავაზობთ რეკომენდაციების მოკლე ჩამონათვალს იმ ქალებისთვის, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტენ, რომ თამბაქო დაივიწყონ. 

სიგარეტისთვის თავის დანებების ამოცანას უფრო მარტივად გაართმევთ თავს, თუ მოწევას მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 15 დღით ადრე, ან მისი დასრულებიდან 15 დღის შემდეგ შეეშვებით. ციკლის პერიოდში კი ამის განხორციელება უფრო რთულია.

ნიკოტინისთვის თავის დანებება და წონაში მომატება

ხშირად გვესმის, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში იმატებენ, თუმცა დღემდე არ არის ზუსტად ცნობილი ამ პროცესის ბიოქიმიური მექანიზმი. ზემოთხსენებული კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალებმა წონაში მომატების შიშით არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი სიგარეტისთვის თავის დანებებაზე, რადგან ამ დროს აკრეფილი ჭარბი კილოგრამები, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში ისევ ქრება.

პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი კენეტ პერკინსი მწეველ ქალებს ურჩევს, რომ დღეში სამჯერ იკვებონ ჯანსაღი საკვებით, ყველაზე კარგი გამოსავალი კი ,  რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, ისეთი პროდუქტების მომარაგებაა, რომლითაც მოწევის იმიტირება შეგიძლიათ. მაგალითისთვის ნახსენებია, სტაფილო, ნიახური და სხვა მსგავსი ფორმის  ბოსტნეული.
ოჯახის წევრების მხარდაჭერა

თუ გიჭირთ შეინარჩუნოთ მოტივაცია, სთხოვეთ საყვარელ ადამიანს, მეგობარს ოჯახის წევრს დახმარება.

პერკინსი ამტკიცებს, რომ ქალებს უფრო წარმატებით შეუძლიათ მავნე ჩვევაზე უარის თქმა, თუკი ოჯახის წევრებისგან ექნებათ მხარდაჭერა. ასეთ დროს წახალისებაა საჭირო. მაგალითად, მნიშვენლოვანია გარშემომყოფებმა შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მათი თანდასწრებით მოწევისგან, თუმცა საწყის ეტაპზე ასევე, აუცილებელია, ქალებმაც დროებით უარი თქვან მწეველ მეგობრებთან ურთიერთობაზე.

„რამ შეიძლება გაგიჩინოთ მოწევის სურვილი?- დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს და შეადგინეთ სია. ამის შემდეგ კი შეეცადეთ თავი აარიდოთ მათ“, – აცხადებს პროფესორი პერკინსი და ამასთან, დასძენს, რომ ყოველდღე სწრაფი ნაბიჯებით სეირნობა ან ცურვა, ორივე აქტივობა აუცილებლად გაამარტივებს დასახული მიზნის მიღწევას.

ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია

მეცნიერები ამბობენ, რომ ნიკოტინის შემცვლელი თერაპია – პლასტირები, საღეჭი რეზინები თუ ინჰალატორები, ქალს მაშინ ეხმარება, როცა ის სიგარეტს მხოლოდ „ნიკოტინური შიმშილის“ დასაკმაყოფილებლად ეწევა.

დამოკიდებულება თუ ჩვევა – სიგარეტის მოწევის მიზეზებზე მწეველების ნაცვლად ბუნებრივია ვერავინ ილაპარაკებს, რადგან ამ კითხვის დროსაც არაერთი ურთიერთსაპირისპირო პასუხია.

ნებისმიერი დამოკიდებულების შეწყვეტა ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას თუ დავეყრდნობით, 2030 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება ერთი ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10% უკავშირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები