LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 სოფელში: მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

91
sofeli matani

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები