მაკა ასათიანი ჟურნალ „სითისთვის“ შავ-თეთრ ფოტოსესიაში გადაიღეს. დიზაინერი თავის საყვარელ შავ ფერში არის გამოწყობილი და არაჩვეულებრივად გამოიყურება. მაკა ასათიანი 45 წლის გახლავთ და 2019 წლის 6 ნოემბერს 46 წელი შეუსრულდება, თუმცა ასაკი მის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.
ფოტო, რომელიც ჟურნალისთვის გადაიღეს, გრიგორ დევეჯიევს (ჯიჯი რეჯინი) ეკუთვნის.
„ასეთი მეორე არ დაიბადება“ – წერენ კომენტარებში და ძნელია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას.