ვიქტორია ბექჰემი შვილებთან და ქმართან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. მანამდე კი დიზაინერმა მექსიკური „ვოგის“ ახალი ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და პირველი კადრები გარეკანიდან უკვე „ინსტაგრამზე“ განათავსა.
ვიქტორია ახალ ფოტოებზე შავი, ბორდოსფერი და იასამნისფერი ტონალობის კაბებში პოზირებს, რომელიც ცხადია, საკუთარი კოლექციიდან აქვს შერჩეული. ამასთან, დიზაინერი ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ ეს ფოტოები პანდემიის გამოცხადებამდეა გადაღებული.
ფოტოსესიას თან ინტერვიუ ახლავს, სადაც 34 წლის ვიქტორია საკუთრ ბრენდზე საუბობს.