LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის პენელოპა კრუსი იტალიის სანაპიროზე „ვერსაჩეს“ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

2727
kamilacruznews45

პენელოპა კრუსი ამჯერად ოჯახთან ერთად იტალიაში ისვენებს. მსახიობი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საკურორტო ქალაქ ფრედჯენში იმყოფება. 47 წლის ვარსკვლავი ამჯერად პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც ის სანაპიროზე სეირნობდა.

46 წლის პენელოპა კრუსი „მარი ქლერის“ გარეკანს ამშვენებს

პენელოპა ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ წითელ საცურაო კოსტიუმში, რომელიც შორტებთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლ კი „რეი-ბანის“ სათვალეები ასრულებდა. პენელოპამ და ჰავიერ ბარდემმა კურორტზე გამგზავრება მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც ცოტა ხნის წინ ჰავიერის დედა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მედია წერს, ოჯახისთვის ეს უმძიმესი პერიოდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები