LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 219 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

37
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 675 771 -ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 348-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 619 285-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 588 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 48 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 679 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 003-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 57 301, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, PCR ტესტით – 20 666.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო 7 დღის – 9,02%.

დღიურად აცრილთა რიცხვი – 5 543-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

 

პოპულალურები