LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო” – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის მეუღლე

522
BeFunky-collage (3)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა ქალაქ ირპენში, თუმცა ოჯახს უმალავდა და ამბობდა, რომ კიევში იყო.

როგორც გობეჯიშვილის მეუღლემ აღნიშნა, ქართველი მებრძოლი აგვისტოს ომშიც იცავდა სამშობლოს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა. მეუბნებოდა: მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა. 5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა, არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია”, -აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g