LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საკვები პროდუქტი, რომელიც დეპრესიას ებრძვის და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ

2794
დეპრესია

დეპრესია უცნაური რამეა – თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ ხშირად რთულია ზუსტად იცოდე, რა არის ამის მიზეზი. დეპრესიის ნიშნები მხოლოდ შინაგანად ცუდად ყოფნა არაა, შეიძლება, ფიზიკურ ტკივილსაც გრძნობდეთ. არსებობს ბევრი გზა, ფსიქოთერაპია, მედიტაცია, ვარჯიში, იოგა. ყველა თავისებურად ეხმარება დეპრესიას, მაგრამ რას იტყვით კვებაზე ? არის თუ არა ისეთი საკვები, რაც დეპრესიას ებრძვის.

რა თქმა უნდა არსებობს. კვება მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს “კვების ფსიქიატრია”, რაც დეპრესიისგან განკურნებაში დაგეხმარებათ.

იოგურტი – პრობიოტიკები ცოცხალი ბაქტერიაა, რომელიც თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ამის გარდა, როგორც აღმოჩნდა, ის თქვენი აზროვნებისთვისაც ძალიან კარგი ყოფილა. ვირჯინიის სამედიცინო უნივერსიტეტში მკვლევარებმა ცდა თაგვებზე ჩაატარეს, ცოცხალი იოგურტებიდან აღებული პრობიოტიკური ბაქტერიები შეიყვანეს და ამით მანამდე ხელოვნურად შექმნილი დეპრესიის სიმპტომები შემცირდა

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ომეგა-3-ის ნაკლებობა იწვევს ცუდ ხასიათზე ყოფნას . იმისთვის, რომ მისი საკმარისი ოდენობა მიიღოთ, საუკეთესო გზა ორაგულია.

შავი შოკოლადი – ცოტა მწარეა, მაგრამ ძალიან სასარგებლო. შავი შოკოლადი ჯანსაღი კვების სიაში მოხვდა. ის დიდი ოდენობით მაგნიუმს შეიცავს. მაგნიუმი კი დეპრესიასა და გაღიზიანებას ამცირებს მიუხედავად ასაკისა, სქესისა და სხვადასხვგვარი დეპრესიისა.

ბარდა – ეს არის კარბოჰიდრატის კომპლექსი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული ენერგიით ივსება. ენერგია კი გჭირდებათ დღის მანძილზე იმისთვის, რომ ყველაფრის კეთება შეძლოთ. გარდა ამისა, ბარდა თუთიას შეიცავს, რაც განწყობას ამაღლებს.

ხაჭო – ის B ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანებში განწყობას აუმჯობესებს, გაღიზიანებას და დეპრესიას კი ამცირებს. კვლევები ამბობს, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა იმადამიანებში შინიშნება, რომლებსაც ქრონიკული შიზოფრენია აწუხებთ.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები